“მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური თავდასხმა მთავარ პროკურორზე. წინა ხელისუფლებისთვის ის იყო გამორჩეული, სანიმუშო საჯარო მოხელე და ორი ორდენითაც დაჯილდოვდა იგი, და დღეს, როდესაც გამოძიებამ ეს საჯარო მოხელე წინა ხელისუფლების ლიდერების კვალთან მიიყვანა,  უცებ ხდება ცვლილება, ეჭვი შედის მის პროფესიონალიზმში, განათლებაში, მორალში. აქედან გამომდინარე, ეს აშკარად არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური თავდასხმა პროკურატურის სისტემაზე.

 

მეორე, იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებას აღელვებს და მთავარი პროკურორის წარსულს უკავშირდება, მე ვთვლი, რომ დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს. მაგრამ მთავარობა ვერ მოექცევა ოპოზიციის პოლიტიკური თავდასხმის ტყვეობაში, ვერ შეაჩერებს და პირიქით, უზურნველყოფს, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც პროკურატურას მიჰყავს, ბოლომდე იქნეს გამოძიებული. აღელვების გარეშე უნდა შევისწვალოთ ყველა ეს ბრალდება და მივიღოთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ შეუძლია მიიღოს სწრაფი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, თუკი ის ჩათვლის, რომ ასეთი შედის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესში. მე გაგახსენებთ, როცა ის შს მინისტრი იყო, დადგა მისი პირველი მაოდგილის [გელა ხვედელიძე] საკითხი, როცა მან დაინახა, რომ სახელმწიფოს ინტერესში შედიოდა, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო… ჩვენი მთავრობისთვის უცხო არ იქნება ეს, თუკი ამის აუცილებლობა დადგება”, – განაცხადა ალასანიამ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *