ახალი ამბები

ალასანია ვარაუდობს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ახალ ინსტრუმენტს შესთავაზებენ

27 დეკემბერი, 2013 •
ალასანია ვარაუდობს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ახალ ინსტრუმენტს შესთავაზებენ

 

“ის, რაც მოხდა ასოცირებული ხელშეკრულების პარაფირებით და ის დინამიკა, რომელიც საქართველოსა ევროატლანტიკურ სივრცეს შორის არსებობს, იძლევა იმედს, რომ მომავალ სამიტზე თვისობრივად ახალი ინსტრუმენტი იქნება საქართველოსთვის შემოთავაზებული. რა იქნება ეს ინსტრუმენტი, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რომ სახელი დავარქვათ. მე მქონდა კონსულტაციები ვიქტორია ნულანდთან, ნატოს წარმომადგენლებთან. შეთანხმება არის ზოგადი. ამ ხედვას ჩვენ ხელს ვუწყობთ შიდა ტრანსფორმაციით, გამორჩეული არჩევნებით. საფუძლიანი იმედი მაქვს ვთქვა, რომ წარმატებულ სამიტს უნდა ველოდოთ ბრიტანეთში”, – განაცხადა ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი