ახალი ამბები

დაპირისპირება პარლამენტის მანდატურის სამსახურსა და არასამთავრობოებს შორის

26 დეკემბერი, 2013 •
დაპირისპირება პარლამენტის მანდატურის სამსახურსა და არასამთავრობოებს შორის

აღნიშნული ცვლილებების გასაპროტესტებლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამწვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სტუმართა ლოჟიდან ბანერი გაშალეს ტექსტით – “უთხარი არა გადავადებას”, რასაც მათსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპრიება მოჰყვა.

 

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბანერი ჩამოხსნეს. საიას საპარლამენტო მდივანი ნინო ხუხუა ამას უსამართლობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ:


„ჩვენი დღევანდელი პროტესტი იყო იმისკენ მიმართული, რომ მუდმივად ხდება ვადის გაგრძელება. ეს იყო ჩვენი პოზიციის მშვიდობიანი დაფიქსირება, ვთვლით, რომ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია და მიუღებელიც არაფერი ჩაგვიდენია.”

 

“ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ფორმით გაგვეპროტესტებინა მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადება. შესაბამისად, სხვა გზა არ გვქონდა და ასე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია,” – ამბობს „გამჭვირვალობის“ საპარლამენტო მდივანი კახა ურიადმყოფელი.

 

მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი 2014 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს, თუმცა მთავრობა აღნიშნული წესის ამოქმედების გადავადებას 2015 წლამდე ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი