პროგრამა ხუთწლიანია და შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს:
– ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერა შრომის ბაზრისა და პროფესიული უნარ-ჩვევების საჭიროებების განსაზღვრის დაგეგმვაში, კოორდინირებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით;
– პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის გაძლიერება მუდმივი სწავლის პერსპექტივით, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი სინერგია შეთავაზებული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის და შრომის ბაზრის მოთხოვნილების შორის;
– პროფესიული განათლების სისტემა უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს როგორც სტუდენტებისათვის, ასევე დამსაქმებლებისათვის;
– ქალთა პოზიციის გაძლიერება შრომით ბაზარზე და მათთვის პროფესიული და უწყვეტი განათლებისა და გადამზადების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პროგრამით ისარგებლებენ მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფები, როგორებიცაა ახალგაზრდები, დიდი ხნის უმუშევრები, თვითდასაქმებულები, პირები დაბალი წარმადობის/დაბალი ანაზღაურების მქონე სამუშაოთი, დაბრუნებული მიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები.
პროგრამა ნაწილია “მეტი მეტის სანაცვლოდ” ინიციატივის, რომელიც დამატებითი ფინანსური მხარდაჭერით აჯილდოვებს ევროკავშირის იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით.
27 მილიონი ევროდან 20 მილიონი პირდაპირ გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში საბიუჯეტო დახმარების სახით, ხოლო 7 მილიონი გამოყენებული იქნება ტექნიკური დახმარების პროექტების და გრანტებისათვის.
თანხები გამოიყოფა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის (EaPIC) მეშვეობით და გამოყენებული იქნება დასაქმებისა და პროფესიული განათლების და გადამზადების ( VET ) სექტორში მიმდინარე რეფორმებისათვის, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ამ სფეროში პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას (საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).