ახალი ამბები

უბნის ინსპექტორები კვირაში 70 საათს მუშაობენ, რაც მათ პროდუქტულობაზე აისახება – აუდიტი

7 ივნისი, 2018 • 8157
უბნის ინსპექტორები კვირაში 70 საათს მუშაობენ, რაც მათ პროდუქტულობაზე აისახება – აუდიტი

საქართველოს აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, უბნის ინსპექტორები კვირაში 70 საათზე მეტს მუშაობენ, რაც მათი შრომის პროდუქტულობაზე უარყოფითად აისახება.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, უბნის ინსპექტორები მორიგეობენ სამ დღეში ერთხელ, 72 საათში 32 საათი მუშაობენ. შესაბამისად, ეს კვირაში 70 სამუშაო საათი გამოდის. ასეთი გრაფიკით უბნის ინსპექტორები 2018 წლის იანვრიდან მუშაობენ.

ადრინდელი გრაფიკი უფრო რთული იყო. უბნის ინსპექტორებს კვირაში 80 საათით მუშაობა უწევდათ. 2018 წლის იანვრამდე უბნის ინსპექტორები ორ დღეში ერთხელ მორიგეობდნენ, ანუ ყოველ 48 საათში 24 საათი მუშაობდნენ.

სამუშაო გრაფიკის გარდა, უბნის ინსპექტორები ნაკლებად აღჭურვილი არიან, ვიდრე პატრულ–ინსპექტორები. უბნის ინსპექტორებს არ აქვთ ბორტკომპიუტერი,  სამხრე კამერა, ელექტრონული ქვითრის ამობეჭდვის საშუალება, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელით წერენ.

გარდა ამისა, უბნის ინსპექტორების სამოქმედო არეალი უფრო მეტია. ვიდრე პატრულ -ისნპექტორების სამოქმედო არეალი, რაც სრულყოფილი კონტროლის პრობლემას ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი