“ამ აქციით #ნუმომკლავ ორგანიზაციის წევრებმა შეახსენეს მთავრობას, რომ 10 რიცხვამდე უნდა დააკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც საზოგადოებამ ეს ნახმარი ფეხსაცმელები გამოიცვალა, ისე გამოვიცვლით ამ მთავრობასაც” – უთხრა რუხაიამ “ნეტგაზეთს”.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა, მთავრობას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასაკავებლად ვადა 10 ივნისამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.