ახალი ამბები

სუბარი არქანიას საქმეზე: დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს

26 დეკემბერი, 2013 •
სუბარი არქანიას საქმეზე: დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს

“ეს საქმე ერთ–ერთი იყო, რომელიც მაშინვე მოექცა საზოაგდოების ყურადღების ქვეშ. ამ ადამიანმა მაშინვე განაცხადა თავისი წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, თუმცა ამას ყურადღება არ მიექცა. ძალიან ბევრი იწერებოდა ამის შესახებ, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. დღეს ეს გამოძიება ჩატარდა, მივიდა ბოლომდე, დამნაშავეები არიან გამოვლენილი და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. ეს არის ერთ–ერთი მკაფიო მაგალითი იმ მრავალრიცხოვან წამებათაგან, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არქანიას საქმეში არიან ბრალდებული, კიდევ ბევრ საქმეში ფიგურირებენ, მათ შორის ერთ–ერთი მონაწილეობდა სერგო თეთრაძის წამების საქმეში. მეგის ქარდავა არის სხაელი და გვარი, რომელიც პრაქტიკულად ყველა მოხსენებასა და განცხადებაში ერთ–ერთ მთავარ მწამებლად მოიხსენიებოდა, თუმცა ამას ყურადღება არ ექცეოდა’, – განაცხადა სუბარმა.

 

საქართველოს პროკურატურამ მალხაზ არქანიას საქმეზე სამ პირს ბრალი წაუყენა, მათ შორის შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულნი არიან, ასევე, სად-ის მე-8 დაწესებულების თანამშრომლებს ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი