ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას ადვოკატების და პროკურატურის საჩივრები

26 დეკემბერი, 2013 •
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას ადვოკატების და პროკურატურის საჩივრები

კერძოდ, მოსამართლის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა პროკურორ მალხაზ კაპანაძის სარჩელი გიგი უგულავსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 

ასევე არ დაკმაყოფილდა ბრალდებულ გიორგი უგულავას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გიზო უგლავას, გიორგი გელხაურის და ბექა ბასილაიას სარჩელები, რომლითაც ისინი ითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ან ალტერნატივის სახით პირადი თავდებობის გამოყენებას.

 

აღნიშნული საჩივრებით გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველის 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინება – ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს 50 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. ამავე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას შეუჩერდა თბილისის მერის უფლებამოსილება.


ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველის 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე უგულავას ადვოკატების – გიზო უგლავას, გიორგი გელხაურის და ბექა ბასილაიას საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი