ახალი ამბები

სარფის საბაჟოს უფროსი ოფიცერი დააკავეს

26 დეკემბერი, 2013 •
სარფის საბაჟოს უფროსი ოფიცერი დააკავეს

გამოძიების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე უცხადებდა საქონლის რეალურ საბაჟო ღირებულებას, მებაჟის მიერ არაერთგზის, ხელოვნურად შემცირებული იქნა თურქეთიდან საქართველოში სამეწარმეო მიზნით შემოტანილი სხვადასხვა დასახელების საქონლის საბაჟო ღირებულება, რითაც ავტომატურად შემცირდა საქონლის იმპორტისას საქონლის განბაჟების გადასახადების ოდენობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი