ახალი ამბები

ნარმანია: 2013 წელს უფრო მეტი ღირებული სამუშაოა შესრულებული, ვიდრე 2012 წელს

26 დეკემბერი, 2013 •
ნარმანია: 2013 წელს უფრო მეტი ღირებული სამუშაოა შესრულებული, ვიდრე 2012 წელს

 

“ძალიან აქტიური სამუშაო წელი იყო ბევრი მიმართულებით, როგორც ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობის თვალსაზრისით. 250 კილომეტრამდე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ვიმუშავეთ და აღვადგინეთ, ასევე, გავაკეთეთ ახალი გზები. წყალმომარაგების ძალიან დიდი პროექტი დავიწყეთ 60 მილიონი ლარის ღირებულების: ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიის ტერიტორიაზე. წელს პირველად დავიწყეთ რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობის საკითხი. 2013 წელს უფრო მეტი ღირებული სამუშაოა შესრულებული, ვიდრე 2012 წელს. გარდა ამისა, მივაღწიეთ ხარისხის გაუმჯობესებას”, – განაცხადა ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი