ახალი ამბები

იარაღის უკანონო გადაზიდვა-გასაღებისთვის ოთხი პირი დააკავეს

26 დეკემბერი, 2013 •
იარაღის უკანონო გადაზიდვა-გასაღებისთვის ოთხი პირი დააკავეს

გამოძიების ცნობით, თამაზ ც-მ გიორგი გ-ს დავალებით, მაკშერიფ კ-სა და ახმეტ პ-ს ფულით თბილისში იარაღის მაღაზიებში კანონიერად შეიძინა და სხვადასხვა პირზე დაარეგისტრირა „გრანდ პაუერ“-ის, „ჩე-ზე“-ს და „გლოკ“-ის ტიპის პისტოლეტები. მოგვიანებით კი თამაზ ც-მ აღნიშნული იარაღი უკანონოდ გადასცა გიორგი გ-ს, მაკშერიფ კ-ს და ახმეტ პ-ს.

სამართალდამცველებმა ტაქსის ჩრეკისას 25 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, „გლოკ-17“-ის მოდელის 2 პისტოლეტი, „გრანდ პაუერი“-ს მოდელის 1 და „ჩე-ზე-92“-ის მოდელის 1 პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი