“დღეს ტელეკომპანია „TV 3“-ის ეთერით გავრცელდა საგანგებო განცხადება ხსენებული ტელევიზიის მიმართ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის გიორგი უგულავას მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც ტელეკომპანია „TV 3“-მა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნული ფაქტის სამართლებრივი შეფასების და რეაგირების მიზნით ითხოვა დახმარება. აქვე ტელეკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები. საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტები და ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მკაცრად იქნება აღკვეთილი თავისუფალ მედიასაშუალებებზე ზეწოლისა და მუქარის განხორციელების ნებისმიერი ფაქტი,”-წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.