აღნიშნული ბიურო უზრუნველყოფს ისეთი კიბერშეტევის პრევენციას და აღმოფხვრას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს, ან ქვეყნის თავდაცვიუნარიანობას.
“კიბერუსაფრთხოება არ არის მხოლოდ ტექნიკური პრობლემა, ანტივირუსის დაყენებით ეს საკითხი არ გადაწყდება. კიბერუსაფრთხოება არის კოპლექსური სისტემა სხვადასხვა ასპექტებით და საშუალებებით. საქართველოში არსებული ყველა უწყება, ინტერნეტპროვაიდერი, ბანკები და სხვა ორგანიზაციები, ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, არიან დაუცველნი კიბერშეტევისგან, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სათანადო სახელმწიფო კონტროლი ზემოთხსენებულის აღმოფხვრის მიზნით, არ არსებობს ეფექტური უწყება, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს პრევენციას,” – აღნისნულია კანონპროექტის განამრტებით ბარათში.
აღნიშნული ბიურო დამატებით საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს და აუცილებელი ხარჯები თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება.