საშობაო ლიტურგია კათოლიკური ეკლესიის საკეთედრო ტაძარში კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა და ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
“მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ სითბოსა და თანადგომისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან. სულერთია რა თანამდებობაზე ვიქნები. კორექტირებს შევიტან – აქ სიტყვა მომეცა როგორც მერს, მაგრამ მე თვითონ აღარ ვიცი, ვარ თუ არა ამ თანამდებობაზე, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე, ყოველთვის ვიამაყებ, რომ მე ჩემს კოლექტივთან ერთად ვცდილობდი წარმომეჩენა ის სულიერი მრავალფეროვნება, რომელიც ყოველთვის დამახასიათებელი იყო თბილისისთვის. და თბილისი იამყაებს ამით და იამაყებს ყველა რელიგიით, იამაყებს ყველა სარწმუნოებით და ყველა ეთნოსით,”- განაცხადა გიგი უგულავამ 25 დეკემბერს თბილისის კათოლიკურ ეკლესიის საკეთედრო ტაძარში.
უგულავასთან ერთად, საშობაო წირვას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თამარ კინწურაშვილი დაესწრო. ღვთისმსახურებას, წინა შობისგან განსხვავებით, წირვას არ დასწრებია ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი.
25 დეკემბრის ღამეს, კათოლიკური ეკლესიის გარდა, შობის დღესასწაული საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთისა, სირიის, ეგვიპტისა და ლიბანის მარლმადიდებელმა ეკლესიებმა იზეიმეს.
შობის დღესასწაული საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.