გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, სამშენებლო სამუშაოები მომდევნო წლის ზაფხულში დაიწყება და 2015 წლისთვის დასრულდება, ხოლო მშენებლობის ხარჯებს რუსეთის ბიუჯეტი გაიღებს.
კომპლექსი 4.2 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება გადაჭიმული და მასში გაერთიანდება ტაძარი, სემინარია, ბიბლიოთეკა და ცენტრი შეხვედრებისთვის.
მშენებლობისთვის თანხმობის მიღებას რამდენიმე წლის მანძილზე ცდილობდა რუსეთი, თუმცა მიწა პარიზში, ეიფელის კოშკთან ახლოს, სადაც კომპლექსი უნდა აშენდეს, 2010 წელს იქნა ნაყიდი რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის მიერ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი ევრო იყო.