ახალი ამბები

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

25 დეკემბერი, 2013 •
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

აქციის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს, ხელისუფლებისგან გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს, ასევე, აღსრულების შეჩერებას მოითხოვენ.

 

“ჩვენი მოთხოვნები იგივეა, დამატებით ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ყველა დეპუტატი გვეუბნება- არ შეგვიძლია დაგეხმაროთო. თუ არ შეუძლიათ, ამ პარლამენტში რა უნდათ? ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს, ბიძინა ივანიშვილი ჩირგვებში დამალული წყვეტს ჩვენს საკითხს, მოღალატე ხართ, ბატონო ბიძინა, თქვენ ქართველ ხალხს უღალატეთ,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა შუბადაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი