ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 4 ივნისს, 14:00-ზე შეხვდება.
“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარი გნსახილველი თემა მთავრობის გადადგომა იქნება.
“აქციებს არ ვწყვეტთ. აქ ყოველდღიურად იქნება სოლიდარობის ღონისძიებები. თუ არ იქნება პასუხი ხელისუფლების მხრიდან, კვირას, 16:00-ზე მთელი საქართველო შეიკრიბება რუსთაველზე. ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.
…მოთხოვნა არ იცვლება. ეს არის ხელისუფლების გადადგომა. შესაბამისად, ამ მოთხოვნაზე სასაუბროდ მივდივართ პრემიერ-მინისტრთან”, – აღნიშნა ვაშაძემ.
რუსთაველის გამზირზე ოპოიციური პარტიების აქცია დასრულებულია. ადგილზე მხოლოდ აქციის მიწურულს გამოჩნდა ზაზა სარალიძე, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ადამიანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.