ახალი ამბები

ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს: კორპორატიული ღონისძიებებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყენოთ

24 დეკემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს: კორპორატიული ღონისძიებებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყენოთ

“იმის გამო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საბიჯეტო თანხების რაციონალურ ხარჯვას, მოვუწოდებ სახელმწიფო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საახალწლო კორპორაციული ღონისძიებებისთვის არ გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები.

 

საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს საჯარო მოხელეთა ვალდებულებებს კანონისა და სახელმწიფოს წინაშე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი