ახალი ამბები

ოთარ ფარცხალაძე დიპლომის ასლს ასაჯაროებს [ფოტო]

24 დეკემბერი, 2013 •
ოთარ ფარცხალაძე დიპლომის ასლს ასაჯაროებს [ფოტო]

1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ სკოლა – 15 წლის ასაკში, ხოლო უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახური თემურ დოლიძე ნეტგაზეთთან ამ გარემოებას იმით ხსნიდა, რომ ფარცხალაძემ სკოლის სასწავლო პროგრამა წინასწარ იცოდა და “კლასი გადაახტუნეს”. იგი აცხადებდა, რომ ფარცხალაძის ატესტატიც გამოქვეყნდებოდა და ყველაფერი ნათელი გახდებოდა, თუ რამდენი კლასითი დაწინაურდა ფარცხალაძე სკოლაში, თუმცა სკოლის დამთავრების დოკუმენტის ასლი მთავარ პროკურორს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

 

ზემოხსენებული დოკუმენტაციის გასაჯაროებას მთავარი პროკურორისაგან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ითხოვდა.

 

“გუშინ შევედი პროკურატურის ვებ-გვერზე და წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას. პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ჰუმანიტარული უნივერსიტეტი დაუმთავრებია 1995 წელს, ე.ი. 19 წლის ასაკში. გამაოცა აღნიშნულმა ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში”, –ამბობდა იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი