ახალი ამბები

კალაძე:”ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულად ცდილობს პროკურატურის დისკრიმინაციას

24 დეკემბერი, 2013 •
კალაძე:”ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულად ცდილობს პროკურატურის დისკრიმინაციას

ამის შესახებ კალაძემ სასტუმრო “რედისონში” მედიასთან კომენტარი გააკეთა: 

“ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კარგად ჩანს ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულად ცდილობს შავი პიარი განახორციელოს პროკურატურის წინააღმდეგ და განსაკუთრებით მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. ეს მიზანმიმართულად ხდება. რადგან დაიწყო იმ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხების გამოძიება, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოძიებული იქნება, დადგენილი იქნება და გვეცოდინება, თუ რა მოხდა, რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში. ძალიან კარგად გვესმის, ეს ძალიან მტკივნეულია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისთვის, რომლებიც დღეს ბრალდებულები არიან და ამ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. ამიტომ ცდილობენ დისკრიმინაცია მოახდინონ მთავარი პროკურორის და პროკურატურის” –განაცხადა კახა კალაძემ.  

კახი კალაძე,  2013 წელი, საარჩევნო კამპანია
კახი კალაძე, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

 

კალაძის განცახდებით, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და იკავებდა მაღალ თანამდებობას, პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან საპატიო კავალერის წოდებით არის დაჯილდოებული. 


“მე არ ვიცი რა წერია გავრცელებულ საბუთში, მაგრამ თუ ადამიანი ყაჩაღობაში იყო ბრალდებული, ის წლების განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობას. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. მე არ ვიცი სიმართლეა თუ არა, რომ მთავარი პროკურორი გასამართლებულია ყაჩაღობის ბრალდებით.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი