ახალი ამბები

სტუდია “მონიტორის” დოკუმენტი გერმანიაში ფარცხალაძის საქმეზე

24 დეკემბერი, 2013 •
სტუდია “მონიტორის” დოკუმენტი  გერმანიაში ფარცხალაძის საქმეზე

ზურიაშვილის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარცხალაძეზე გერმანიაში ასეთი საქმე არსებობდა, სტუდია “მონიტორს” ანონიმურმა წყარომ მიაწოდა რამდენიმე თვის წინ, როცა ეს უკანსკნელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა :

 

“ჩვენ 15 ნოემბერს მივიღეთ პასუხი [აუგსბურგის პროკურატურიდან], სადაც წერია სისხლის სამართლის საქმის ნომერი, იქ [საბჯექტის გრაფაში] ასევე წერია ასეთი რაღაც: ოთარ ფარცხალაძე- ქურდობა ძალადობის გამოყენებით. შემდეგ წერია, რომ თუ ეს საქმე დეტალურად გაინტერესებთ, დაგვისაბუთეთო. 23 ნოემბერს ჩვენ მივწერეთ და დავუსაბუთეთ აქედან, რომ ეს არის საქართველოს მთავარი პროკურორი, მაღალი თანადმებობის პირი და თუ შეიძლება მოგვაწოდეთ ინფორმაცია. მესამედაც მივწერე გუშინწინ წერილი, რომ თუ შეიძლება [ინფორმაცია მოგვაწოდეთ–მეთქი], მაგრამ გუშინ უკვე გიგი უგულავამ გაავრცელა”, –აცხადებს ნინო ზურიაშვილი.

 

გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს გერმანიაში ჩადენილი აქვს ყაჩაღური ქურდობის დანაშაული და ვიდრე ამ ფაქტის სიზუსტე გადამოწმდება, მთავარი პროკურორი თანამდებობას უნდა ჩამოშორდეს: “საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249–ე და 252–ე მუხლებით, ყაჩაღური ქურდობისთვის. ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა, დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას”, – აცხადებს უგულავა.

 

გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავარი პროკურორი ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით იყო გასამართლებული 2001 წელს გერმანიაში, მთავარი პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობა უწყების დისკრედიტირებას ცდილობს.

წერილი, რომელიც აუგსბურგის სასამართლოდან სტუდია “მინიტორმა” მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი