“რეგისტრაციაგავლილი ორი დეპუტატი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე და ბატონი კარლო კოპალიანი არ იმყოფებიან დარბაზში. მათი პულტი გამოყენებულია სხვების მიერ და გთხოვთ მიიღოთ რეგლამენტით განსაზღვრული ნორმა, ” -მიმართა გოგორიშვილმა უსუფაშვილს.

 
დავით უსუფაშვილის თქმით, თუ აღნიშნული დეპუტატები სხდომათა დარბაზში 5 წუთში არ გამოჩნდებიან , სათანადო ზომები იქნება გატარებული:

“თუ იმყოფებიან ან დარბაზში, ან დარბაზის მიდამოებში და უახლოეს 5 წუთში გამოჩნდებიან, ეს ერთი ვერსია, თუ არ გამოჩნდებიან,  შემდგომ იქნება მიღებული სათანადო ზომები.”

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს: ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. ამ წესის დარღვევისთვის კი, ამავე რეგლამენტის მიხედვით, სანქცია ეკისრება სწორედ იმ დეპუტატს, ვის ნაცვლადაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *