ახალი ამბები

აპირებს თუ არა პრემიერი შეუჩეროს ფარცხალაძეს უფლებამოსილება?

24 დეკემბერი, 2013 •
აპირებს თუ არა პრემიერი შეუჩეროს ფარცხალაძეს უფლებამოსილება?

აპირებს თუ არა პრემიერი შეუჩეროს მთავარი პროკურორის უფლებამოსილება ოთარ ფარცხალაძეს მანამ, სანამ გაირკვევა, რამდენად შეესაბამება რეალობას გიგი უგულავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე 2001 წელს იყო გერმანიაში გასამართლებული ყაჩაღური ქურდობისთვის? – ამ კითხვაზე პასუხი პრემიერის პრესსამსახურში ვერ მივიღეთ.


როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მათ პრემიერი მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ატყობინებს ინფორმაციას, ხოლო მანამდე მათ შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ აქვთ.


გიგი უგულავამ გუშინ მოუწოდა საქართველოს მთავრობას ოთარ ფარცხალაძის საქმეზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ. საქართველოს მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით. იუსტიციის მინისტრი ამ დროისთვის შვებულებაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი