ახალი ამბები

მერაბიშვილი პროცესებს აღარ დაესწრება, თუკი მის განცხადებას არ გამოიძიებენ

24 დეკემბერი, 2013 •
მერაბიშვილი პროცესებს აღარ დაესწრება, თუკი მის განცხადებას არ გამოიძიებენ

ამის შემდეგ მერაბიშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მოსამართლემ მისი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მერაბიშვილის მხარე სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში არსებულ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებასაც მოითხოვს, რომელიც, ექსპრემიერის მტკიცებით, დაადასტურებს, რომ იგი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს:

 

“მთელ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარა. ჩემ წინააღმდეგ ზეწოლაში ჩაერთო არა მარტო ივანიშვილი და ღარიბაშვილი, არამედ მთელი “ქართული ოცნების” ელიტა. გულსატკენია, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ “რესპუბლიკელები” და ალასანიას პარტია”, – განაცხადა მერაბიშვილმა.


მერაბიშვილის თქმით, ის მხოლოდ იმ სხდომებს დაესწრება, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს დაკითხავენ.


13:00 საათისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზემოხსენებული პროცესი მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა. როგორც დაცვის მხარე ამბობს, პროკურატურამ არ მიაწოდა მათ დასაკითხი მოწმეების სია, ვინც დღევანდელ სხდომაზეა გამოძახებული. დაცვის მხარემ ამ პრობლემის მოგვარება მოსამართლეს სთხოვა. ბრალდების მხარე არ უარყოფს, რომ მათ კონკრეტული ადამიანების სია მერაბიშვილის ადვოკატებს არ მიაწოდეს, თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ გადასცეს იმ 50 ადამიანის სია, რომელიც ზოგადად ამ საქმის ფარგლებში უნდა დაიკითხოს. სასამართლომ ბრალდების მხარის მოსაზრება არ გაიზიარა და მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა, რომ დაცვის მხარემ უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვინ უნდა დაიკითხოს ამა თუ იმ პროცესზე. ამის შემდეგ მან გამოაცხადა 40–წუთიანი შესვენება, რადგან დაცვის მხარემ დღეს დასაკითხი მოწმეების სიის გაცნობა და მომზადება შეძლოს.


დღევანდელ პროცესზე სულ 6 ადამიანი დაიკითხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი