ახალი ამბები

პატრიარქის ფონდის პროექტი ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის დაფინანსებით

24 დეკემბერი, 2013 •
პატრიარქის ფონდის პროექტი ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის დაფინანსებით

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოში დავით იაკობოძის წარმომადგენელ ვანო ნაკაიძეს შეხვდა. მხარეებს შორის საპატრიარქოში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განმარტებით, სამ ძირითად მიმართულებაზე იქნება გრანტები გამოყოფილი:

“ეს პირველ რიგში იქნება სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები. იქნება როგორც გრანტები, ასევე, დასრულბულ შრომებზე პრემიები. ასევე, ჰუმენიტარულ მიმართულებაზე, ფსიქოლოგოა–ფილოსოფიაზე. მესამე მიმართულება იქნება კულტურის სფეროში სპეციალური ღვაწლისათვის მინიჭებული გრანტები. ასევე გამოიყოფა სასწავლო გრანტები, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნიჭირი ახალგაზრდებისათვის. ამ მიმართულებით დაიხარჯება 350 ათსი ლარი, რომელსაც ფონდი დავით იაკობაშვილთან ერთად გამოყოფს. დაჯილდოების ცერემონია შედგება 2014 წელს, აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულში”.  

 

“Petrocoas energu group”- ის გენერალური დირექტორი ვანო ნაკაიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ფონდთან ერთად პროექტის განხორციელება დავით იაკობაშვილს ერთი წლის წინ გაუჩნდა:

 

“დღევანდელი შეხვედრა არის გაგრძელება იმ იდეის, რომელიც ერთი წლის წინ გაჩნდა. არსებობს გარკვეული სფეროები საქართველოში, მათ შორის სოფლის მეურნეობა. ამ გრანტით და ინიციატივით ჩვენ გვინდა სტიმულირება გაუკეთოთ თაობათა შორის კავშირს, კერძოდ, მეცნიერებს და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობას, რომელიც მომავალშიც მოგვცემს კარგ შედეგებს. იმ პროექტებს და გამოგონებებს, რომელსაც წარმოადგენენ, ჩვენ ვეცდებით მოვახდინოთ მათი იმპლემენტაცია და კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდეს საშუალო და მცირე საწარმოების შექმნა. ჩვენი კომპანია, დავით იაკობაშვილის მონაწილეობით, ამ პროექტისთვის გაიღებს 350 ათას ლარს. ეს იქნება პირველ ეტაპზე. თანამშრომლობა საპატრიარქოს ფონდთან მომავალშიც გაგრძელდება”.   

 

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია “გალფის” მსხვილი აქციონერია. 

 

დავით იაკობაშვილის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის დაარსება, რომლის აქციებიც 2002 წელს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე იქნა განთავსებული. 2011 წელს კი რუსეთის
ისტორიაში საკვები პროდუქტების სექტორში უმსხვილესი გარიგება შედგა. კომპანია Wimm-Bill-Dann-ი PepsiCO Inc.-მა შეიძინა.

დავით იაკობაშვილი არის ასევე კომპანია AFK SISTEMA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და ერთ-ერთი აქციონერი, რომლის სტრუქტურაში არაერთი მსხვილი კომპანია შედის, მათ შორის წამყვანი ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS და სანავთობო
კორპორაცია Bashneft-ი.

   

მასალების გადაბეჭდვის წესი