ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ რუსთავში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დატბორა

2 ივნისი, 2018 • 2332
ძლიერმა წვიმამ რუსთავში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დატბორა

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში ქუჩები და საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები დაიტბორა. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სარდაფებიდან წყალს ამოტუმბავს, რის შემდეგაც დაიწყება ზარალის დათვლა.

მათივე თქმით, ამ დროისთვის წვიმის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ვიდეოს რუსთავის ქუჩების დატბორვის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, წვიმის დროს ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი