ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილე: ფარცხალაძეზე გავრცელებული ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას

24 დეკემბერი, 2013 •
სახალხო დამცველის მოადგილე: ფარცხალაძეზე გავრცელებული ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე აღნიშნავს, ეს ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას:

 

“ოთარ ფარცხალაძე 2008 წლიდან საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა, საინტერესოა, აღნიშნულის ეჭვქვეშ დაყენება ახლა რატომ მოხდა?” – ამბობს ბელთაძე.

 

სახალხო დამცველის მოადგილე, ასევე, გამოეხმაურა გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების საქმეს. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხზე უახლოეს ხანებში გაავრცელებს განცხადებას.

 

“უნდა ითქვას, რომ სამართლებრივად, მოსამართლეს შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ზეპირი მოსმენის გარეშე ეს მიზანშეწონილი არ იყო, ისევ და ისევ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო,” – განაცხადა ბელთაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი