პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ პირადად მინისტრ თეა წულუკიანს შეუძლია გასცეს, რომელიც შვებულებაშია და საზღვარგარეთ იმყოფება.
როდის დაიწყო და იწურება წულუკიანის შვებულება? – ამ კითხვაზე სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” ინფორმაცია ვერ მიაწოდეს.
ამ დროისთვის, როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ასრულებს, რომელთან დაკავშირება “ნეტგაზეთმა” ამ დროისთვის ვერ მოახერხა.
გუშინ გიგი უგულავამ მიმართა თეა წულუკიანს, რომ მან, როგორც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატის წარმდგენმა თანამდებობის პირმა, “გაისიგრძეგანოს” არსებული ვითარება და მიმართოს გერმანიის შესაბამის ორგანოებს ოთარ ფარცხალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.