“დიახ, დარწმუნებული ვარ [რომ პოლიტიკაში აღარ დავბრუნდები]. მე პირობა მივეცი. მე გარანტიას ვიძლევი, რომ ხელისუფლება, რომელიც დავტოვე, რეალურად დემოკრატიულ ქვეყანას ააშენებს და არასოდეს გახდება კორუფციული. თქვენ თვითონ ნახავთ ამას”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვას, თუ იგი ყურადღებას მოადუნებს ან სადმე წავა, არსებობს თუ არა იმის საფთხე, რომ ზემოთქმული პროცესი შეიცვლება, ივანიშვილი ასე პასუხობს:
“მე არსად მივდივარ და თვლებსაც არ დავხუჭავ. მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი”.