ახალი ამბები

პარლამენტი მერაბიშვილის და უგულავას განცხადებებს არ შეისწავლის

24 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტი მერაბიშვილის და უგულავას განცხადებებს არ შეისწავლის

პარლამენტი
პარლამენტი

პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე დეპუატებმა კენჭი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას უყარეს. კერძოდ, საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანას   54-მა დეპუტატმა [31 ის წინააღმდეგ] მხარი არ დაუჭირა.

 

პარლამენტმა კენჭი გიგი უგულავას განცხადების გარემოებების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში შეტანასაც უყარა, თუმცა დეპუტატებმა აღნიშნული საკითხიც  52 ხმით 32 -ის წინააღმდეგ ჩააგდეს.

 

პარლამენტმა მხარი არც ამ განცხადებების თაობაზე საკომიტეტო მოსმენის დანიშვნას დაუჭირა მხარი.  კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებისთვის პარლამენტს უნდა დაევალებინა სათანადო პირების მოწვევით ეს განცხადებები სხდომაზე განეხილა, თუმცა  ეს საკითხიც ჩავარდა.

 

დეპუატებმა კენჭი სახალხო დამცველის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოწვევასაც უყარეს, რათა მისგან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის დეტალების თაობაზე ინფორმაცია მიეღოთ,  თუმცა დეპუტეტების უმრავლესობამ არც სახალხო დამცველის მოსმენა ისურვა და აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანას   მხარი არ დაუჭირეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი