ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიებებისთვის 560 000 ლარი დაიხარჯება

24 დეკემბერი, 2013 •
საახალწლო ღონისძიებებისთვის 560 000 ლარი დაიხარჯება

დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

 

ნაძვის ხის საახალწლო შოუპროგრამა, სანტა–კლაუსების გასვლა რეგიონებში, გრანდიოზული შოუ ყინულის დედოფალი, საახალწლო გალა–კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში და გალა–კონცერტი ევროპის მოედანზე.

 

25 დეკემბერი, თბილისი, რუსთაველის გამზირი – პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის საახალხწლო შოუ–პროგრამა, რომელიც 40 წუთს გაგრძელდება.

 

18:45 – რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან შემოდის მარხილი, რომელსაც მოჰყავს თოვლის ბაბუა და სანტა–კლაუსი. 

 

19:00 – საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასვლის დრო. 

 

პროგრამის დასრულების შემდეგ თოვლის ბაბუა ბავშვებთან ერთად აანთებს ნაძვის ხეს. ნაძვის ხის ანთებასთან ერთად რუსთაველის გამზირზე ჩაირთვება საახალწლო განათება, რომელიც წინასწარ იქნება გათიშული. თოვლის ბაბუა წარმოადგენს სიურპრიზს, მოყვება რეგიონებში  ავტობუსების მოგზაურობის შესახებ და მოიწვევს 700 სანტა–კლაუსს მუსიკის ფონზე. ირთვება ფონოგრამა “თეთრი ციდან ფიფქი ცვივა”, რომლის ფონზეც სანტა–კლაუსები იწყებენ გამოსვლას პარლამენტის ეზოდან, ჩასხდებიან საახალწლო ავტობუსებში და დაიძვრებიან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ავტობუსები შემოივლიან ქალაქს.

 

 

27 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით, 14:00–17:00 საათებზე სპორტის სასახლეში გაიმართება საახალწლო გრანდიოზული შოუ “ყინულის დედოფალი”, მსგავსი შოუ, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველად იმართება ვიდეო 3D პროექციებით.

 

29–30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის და პრემიერის ინიციატივით გამართულ შოუს დაესწრებიან ბავშვები დევნილთა კომპაქტური დასახლებებიდან, მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა შვილები. 

 

29 დეკემბერს საახალწლო გალა–კონცერტია დაგეგმილი ფილარმონიაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ანანიაშვილი, ბადრი მაისურაძე, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, თეატრის საბალეტო დასი, ორკესტრი, რომელსაც უდირიჟორებენ გიორგი ჟორდანია და ჯანლუკა მარჩიანო. გალა–კონცერტის შემდეგ გაიმართება მიღება განსაკუთრებული სტუმრებისთვის.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია 2014 წელს დაგეგმილი ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის დაანონსება, გაიმართება ოპერის საიმიჯო კლიპის პრეზენტაციაც.

 

31 დეკემბერს – 22:30 საათზე დაგეგმილია გალა–კონცერტი ევროპის მოედანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი