ახალი ამბები

ევროპის სახალხო პარტია უგულავასთვის უფლებამოსილებნის შეჩერებას უკანონოდ მიიჩნევს

23 დეკემბერი, 2013 •
ევროპის სახალხო პარტია უგულავასთვის უფლებამოსილებნის შეჩერებას უკანონოდ მიიჩნევს

“კვირას, 22 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეე დალი მეტრეველმა გაფრთხილების გარეშე, ზეპირი მოსმენის გარეშე, ადვოკატების დაუსწრებლად და, რაც მთავარია, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისის მერი გიგი უგულავა თანამდებობიდან დაითხოვა. 2010 წელს არჩევნებზე, რომელიც ითვლება, რომ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, გიგი უგულავა პირდაპირი წესით აირჩიეს, ის ასევე ემზადება განმეორებითი არჩევნებისთვის, რომელიც 2014 წელს გაიმართება, ის არის ოპოზიციის უკანასკნელი ლიდერი, რომელიც მნიშვნელოვან არჩევით თანამდებობას იკავებს. ევროპის სახალხო პარტიის სახელით მე ვგმობ ადგილობრივ დემოკრატიულ მმართველობაზე ამ ახალ თავდასხმას საქართველოში და მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გააუქმონ ეს გადაწყვეტილება”, – ნათქვამია მის განცხადებაში, რომელიც დღეს, 23 დეკემბერს გავრცელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი