“რა თქმა უნდა, არადამაჯერებელია, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ უგულავას განცხადებაზე, ისევე როგორც რთულია შეფასება მისცე ვანო მერაბიშვილის მოგონილ ზღაპარს, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხება მათ უბიძგებს, რომ ასეთ რამეზეც წავიდნენ. მიმაჩნია, რომ ეს არის სრული სიცრუე, მაგრამ თუ მაინცდამაინც ვისაუბრებთ რაღაც ჰიპოთეზებით, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში კანონმა უნდა იმოქმედოს და რაც არის კანონით გათვალისწინებული ზომა, ის უნდა იყოს მიღებული”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.