“რია ნოვოსტის” ცნობით, ტოლოკონნიკოვამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ის პატიმრების უფლებების დაცვისთვის იბრძოლებს:

 

“დავურეკავ ალიოხინას და მასთან მოვილაპარაკებთ პატიმრების უფლებების დაცვის კუთხით კონკრეტულ პროექტზე. მთელ ძალისხმევას მივმართავ, რომ დავეხმარო პატიმრებს,” – განაცხადა ტოლოკონნიკოვამ.


ტოლოკონნიკოვას და ალიოხინას ორწლიანი პატიმრობა 2012 წლის 17 აგვისტოს მიუსაჯეს. Pussy Riot-ის წევრები – ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი მოსკოვში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 2012 წლის 21 თებერვალს მოწყობილი სკანდალური აქციის გამო დააკავეს. კერძოდ, მათ ტაძარში მოაწყვეს შოუ და შეასრულეს სიმღერა, სახელწოდებით – “Богородица, Путина прогони”. სამუცევიჩი პატიმრობიდან 2012 წლის 10 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *