ახალი ამბები

კუბლაშვილი: სასამართლო მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღებას გაუძლებს

23 დეკემბერი, 2013 •
კუბლაშვილი: სასამართლო მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღებას გაუძლებს

“ჩემი აზრით, სასამართლოს პრობლემა ყველაზე ნაკლებია იქიდან, რაც ხელს უშლის ამის შემოღებას. დიდი დატვირთვა იქნება, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, რომ ახალი წესით ვიმუშაოთ. თუ სხვა მიზეზები არსებობს, ეს სხვა საქმეა, მე ამაში ვერ ჩავერევი. მე არ ვიცი, სხვას რა სპეციფიკა აქვს, მაგრამ სასამართლო თავისუფლად შეძლებს, რომ თუნდაც გაზრდილი დატვირთვის შემთხვევაში ეს საკითხები განიხილოს და მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე გადავიდეს”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით სასამართლოში გაცილებით მეტი საქმე შედის, მხოლოდ ამნისტიასთან დაკავშირებით 40 000 საქმეზე მეტი შევიდა, მაგრამ სასამართლომ ამ დატვირთვას გაუძლო.

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი