ახალი ამბები

მერაბიშვილის საკითხზე სად-ის თანამშრომლებისგან სავარაუდო სამსახურებრივ გადაცდომაზე შემოწმება დაიწყო

23 დეკემბერი, 2013 •
მერაბიშვილის საკითხზე სად-ის თანამშრომლებისგან სავარაუდო სამსახურებრივ გადაცდომაზე შემოწმება დაიწყო

“2013 წლის 20 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის დავალებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

 

სამსახურებრივი შემოწმების შედეგის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.”

 

დღემდე სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება მხოლოდ პროკურატურის პრეროგატივა იყო, თუმცა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია:

 

“მიუხედავად იმისა, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას, სასჯელაღსრულების სამინისტრო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.

 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ სამინისტროს მართლაც სურს ვიდეოჩანაწერების ნახვა და ამის აუცილებელ პირობად გამოძიების დაწყება მიაჩნია, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია: სამინისტრომ თავად უნდა შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს გამოძიება და ნახოს ჩანაწერი.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი