ახალი ამბები

ნორლანდი: ვიზიარებთ სამოქალაქო საზოგადოების წუხილს არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერებაზე

23 დეკემბერი, 2013 •
ნორლანდი: ვიზიარებთ სამოქალაქო საზოგადოების წუხილს არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერებაზე

“ვიზიარებთ სამოქალაქო საზოგადოების წუხილს არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ზედმიწევნით და გამჭვირვალედ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და კანონის უზენაესობა”, – ნათქვამია რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში.

 

გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, რასაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია:

 

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს მსგავსი შუამდგომლობა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამოდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა დასწრებით განიხილა პროკურატურის სხვა შაუმდგომლობა, უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა ასევე მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს და მნიშვნელოვანია თვითოეულმა მოსამართლემ ნებისმიერი საქმის განხილვისას ამ პრინციპით იხელმძღვანელოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი