“ნებისმიერი მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია და ჩარევა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არავის მხრიდან არანაირი არ ყოფილა. ამ მოსამართლეს ერთხელ შევხვდი უბრალოდ პროცესის დამთავრების შემდეგ. მსგავსი რამ ჩემთვის ნამდვილად არ განუცხადებია, მსგავსი კომუნიკაცია მასთან არავის მხრიდან არ ყოფილა,”- განაცხადა ახვლედიანმა. 

 

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება ზეპირი მოსმენის გარეშე შედგა, ახვლედიანი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის შუამდგომლობების უმეტესობის განხილვა სტატისტიკურად ზეპირი მოსმენის გარეშე ხდება, და მას, როგორც თავმჯდომარეს, არანაირი უფლება არ ჰქონდა მოსამართლის ამ გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით ჩარეულიყო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *