ფანჯიკიძე ამბობს, რომ ვიზიტის დეტალები მალე გახდება ცნობილი. ამას გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი იანვრის ბოლოს ისრაელს ეწვევა, სადაც სავაჭრო ურთიერთობების საკითხი განიხილება. მაია ფანჯიკიძის თქმით, მალე ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა ისრაელთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, 2014 წელს დაგეგმილია მაღალი დონის სტუმრების ვიზიტები საქართველოში.