გადადგეს კვირიკაშვილი და მთელი მთავრობა! ბიძინა, გესმის? – ზაზა სარალიძემ ცოტა ხნის წინ აქციის მთავარი მოთხოვნა გაახმიანა.
“ჩემი შვილის სულის შეურაცხყოფას არავის შევარჩენ. ამ სისტემას დავანგრევ ან შევაკვდები.
პარლამენტის წინ კარვების დადგმას აპირებენ. მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ, ზაზა სარალიძის განცხადებით, საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს.
იხილეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი:
პირდაპირი ტრანსლაცია: