მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის შეეფარდებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, სასამართლოს დღეს მისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე არ უმსჯელია.
გიგი უგულავას გირაოს გადასახდელად 30 დღის ვადა აქვს.
თბილისის მერს ახალი ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
პროკურატურამ შუამდგომლობით დღეს, 21 დეკემბერს მიმართა სასამართლოს, უწყებამ წინასწარი პატიმრობის და უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობა დააყენა.