ახალი ამბები

პარლამენტარი გიორგი მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

21 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტარი გიორგი მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყებაში მელაძის დაბარება მის ვიცემერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

 

“2013 წლის 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისმიღების მიზნით,  საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში  მოწმის სახით იქნა დაბარებული. საქმე  ეხება გ. მელაძის ქ. თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების მიზნით აიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებს”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი