“2013 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე”. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდებას დღეს, 21 დეკემბერს წარუდგენენ, დღესვე პროკურატურა სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.