“მიხეილ სააკაშვილი ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში განსაკუთრებული სტატუსით მიიწვიეს, როგორც “მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე”, რათა წაიკითხოს ლექციები და გამართოს დებატები. ფლეტჩერის ინსტიტუტი დიპლომატიის დარგში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა მსოფლიოში. მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობის განცხადება ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჯეიმს სტავრიდისმა გააკეთა, რომელიც ბოლო დრომდე მუშაობდა, როგორც ნატოს გაერთიანებული ევროპული ძალების სარდალი. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ამერიკელი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე იყო”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი ბედნიერია შემოთავაზებული სამსახურით და განსაკუთრებულად ახარებს ჯეიმს სტავრიდთან მუშაობის შესაძლებლობა:
“როგორც იცით, ამ მომენტისთვის აკადემიურ საქმიანობაზე ვარ ფოკუსირებული, რათა ავსახოთ, დებატები და დისკუსია გავმართოთ იმ მიღწევებზე რაც რეგიონში გვაქვს და იმ საკითხებზე, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ვერ წარმომიდგენია უკეთესი დასაწყისი, ვიდრე ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც წამყვანმა ამერიკულმა სკოლამ შემომთავაზა. აღელვებული ვარ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა’- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს, ხოლო მეორედ- 2008 წელს. მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის ნოემბერში ამოიწურა.