ახალი ამბები

ქართული მხარე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარებას მიესალმება

20 დეკემბერი, 2013 •
ქართული მხარე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარებას მიესალმება

როდესაც ჩვენ ვიყავით ვილნიუსის სამიტზე, იქ ძალიან ბევრი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბევრი ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, რომ სასურველია ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადრე გადმოწევას ამ თარიღისა მივესალმებით, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველა სამუშაო არის დამთავრებული, ტექნიკური პროცესები არის ევროკავშირის მხრიდან გასატარებელი. თუკი მათ შეუძლიათ, რომ ეს პროცესი დააჩქარონ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


ხელმოწერის დაჩქარებას მიესალმება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილიც:


“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩქარდება პროცესი, ეს მართლაც არის დემონსტრირება იმისა, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოს ხელი შეუწყოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში აუცილებლად მოეწერება ხელი, მიუხედავად ყველა წინაღობისა, ყველა სირთულისა. რა თქმა უნდა გარე ფაქტორებმა იმოქმედა მათი გადაწყვეტილების დაჩქარებაზე, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ერთი წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს და რეფორმების პროცესის შედეგად რეალურად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაჩქარების თაობაზე”, – განაცხადა პეტრიაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.

 

საქართველო და მოლდოვა მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების თაობაზე განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ დღეს, 20 დეკემბერს განაცხადა.




მასალების გადაბეჭდვის წესი