“მისწრაფებას, რომ მიუახლოვდნენ ევროკავშირს, იზიარებს [უკრაინელი ხალხის მსგავსად] საქართველოს და მოლდოვას მოსახლეობაც, ამიტომ ევროკავშირის საბჭომ დღეს დილით გადაწყვიტა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნების არჩევანს და გვინდა დავაჩქაროთ ხელმოწერის პროცესი მაქსიმუმ მომდევნო აგვისტოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება 29 ოქტომბერს მოხდა, ასევე დასრულდა ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოლდოვასთანაც. ხოლო რაც შეეხება ხელმოწერას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა.