‘ბიურომ იმსჯელა მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც არის საკმაოდ ბევრი. ჩვენ ორშაბათს ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრებას რიგგარეშე პირობებში”,  განაცხადა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ესწრებოდა ბიუროს სხდომას იუსტიციის სახლში.

 

აბაშიძის ინფორმაცით, რიგგარეშე საპარლამენტო სესიები სამშაბათს, 12:00 საათიდან გაიხსნება. დეპუტატები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, იქნება თუ არა ყოველდღე რიგგარეშე სესიები, მაგრამ მათი განცხადებით, სამუშაო რეჟიმი ძალიან დატვირთულია:

 

აბაშიძის განცხადებით, რიგგარეშე სესიებზე განიხილავენ საგადასახადო კოდექსს:

 

‘ამ კოდექსში არის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს გადავადებებს ამოქმეებასთან დაკავშირებით, ეს ეხება თამბაქოს პროდუქციას. ასევე, დასამტკიცებელია ცესკოს წევრი, რომელიც შემოსულია პრეზიდენტისაგან”.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და მან იმედი გამოთქვა, რომ რიგგარეშე სესიებზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც მივლენ:

 

“ხალხმა უნდა იაროს სამსახურში. დაკითხვაზე მოწვევა არ ნიშნავს იმას, რომ მანდატის მქონე დეპუტატებმა პარლამენტში არ ირიაონ. იმ ორი დეპუტატიდან, რომლებიც დაკითხვაზე იყვნენ მოწვეული, გირგვლიანის მკვლელობის დროს ერთი იყო თბილისის პროკურორი, ხოლო მეორე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილე, და გამოძიებას აქვს შეკითხვები”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *