ახალი ამბები

ანონსი – 31 მაისი

30 მაისი, 2018 • 1633
ანონსი – 31 მაისი

10:00 თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ჟ. შარტავას N7

11:00 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: 2017 წლის სიღარიბის მაჩვენებლები. მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ქუთაისის ბიურო, ქუთაისი, ი. აბაშიძის 27

11: 00 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე IRI-ს  წარმომადგენლებს შეხვდება. მის: ქუთაისი, ბრიფინგების ოთახი.

11:45 პარლამენტის ბიუროს სხდომა. მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

15:00 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა,“ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში,  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაციას გამართავს,სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება პირველი რესპუბლიკის დაფუძნების უნიკალური დოკუმენტების დედნები. ღონისძიებას გახსნიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი