თამბაქოსაგან თავისუფალი სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „ამბასადორში“ დღეს გაიმართა.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. მოეწყო სამეცნიერო–პოპულარული ფილმის „სიმართლე თამბაქოს შესახებ“ და სოციალური კლიპების ჩვენება.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია “თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” 3 სამედიცინო დაწესებულება და 7 სკოლა დააჯილდოვა, სადაც მონიტორნგის შედეგად, თამბაქოს კონტროლის მხრივ, ყველაზე დადებითი შედეგები აჩვენეს.
“წლის განმავლობაში “თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორნგი განახროციელა. საბოლოოდ, მკაცრი კრიტერიუმებით შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით 7 სკოლა და 3 სამედიცინო დაწესებულება აღმოჩნდა 100%-ით თამბაქოსგან თავისუფალი. ესენია “უროლოგიის ეროვნული ცენტრი,” “გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი” და ევროპული ლაბორატორიების ქსელი “სინევო.” კრიტერიუმები ასეთი უნდა ყოფილიყო, არ ყოფილიყო შენობაში მოსაწევი ადგილი, ყოფილიყო გამაფრთხილებელი ფორმები, რეაგირების მექანიზმები და ა.შ.” -აცხადებს “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე.
მისივე თქმით, ორგანიზაცია გამოაქვეყნებს იმ პირთა სიას (მათ შორის თანამდებობის პირთა), ვინც ბახტურიძის თქმით, საქართველოში თამბაქოს ბიზნესს ლობირებს.