ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს საპატრიარქოში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას

20 დეკემბერი, 2013 •
რა საკითხები განიხილეს საპატრიარქოში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას

როგორც ნეტგაზეთს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ განუცხადა, საუბარი შეეხებოდა ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რუსეთთან ურთიერთობას, ასევე, აფხაზეთს და სამაჩაბლოს თემას. 

 

შეხვედრის ერთ–ერთმა მონაწილემ, მეუფე თეოდორემ კი განგვიცხადა, რომ საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხს არ შეხებია:

 

“საუბარი შეეხებოდა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს ეს ურთიერთობები ხალხებს შორის: აფხაზებსა და ქართველებს შორის და სასულიერო პირების უფრო მეტი ჩართულობა რომ იყოს… სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. სახალხო დიპლმატიის გააქტიურებაზე”, – განაცხადა სასულიერო პირმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი